Tuesday, June 12, 2012
ცნობილი ლოგოები
1. ნაიკი
ნაიკი, ბერძნული ქალღმერთის ფრთის სიმბოლოა. ეს დიზაინი 1971 წელს, კაროლინ დევიდსონის მიერ იქნა შექმნილი,
რომლისთვისაც მას მხოლოდ და მხოლოდ 35 $ გადაუხადეს. კაროლინს ეს სამუშაო, ნაიკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა
ფილიპ ნაითმა შესთავაზა, რომელმაც განაცხადა, რომ არ მოსწონდა ნაიკის ლოგო, თუმცაღა დარწმუნებული იყო, რომ ის
წარმატებას მოუტანდა. მოგვიანებით, როდესაც ნაიკი მსოფლიო ბრენდი გახდა ფილიპმა კაროლინს ბრილიანტის ბეჭედი და ამასთან
კონვერტი გადასცა ნაიკის აქციებით, რითიც მან უღრმესი მადლობა გადაუხადა გოგონას.
2. ადიდასი
ადიდასი 1948 წელს ადოლფ დესლერის მიერ იქნა შექმნილი, იმის შემდეგ როდესაც მამამისის ფირმა: Gebrüder Dassler Schuhfabrik დაიშალა.
კომპანიას თავდაპირველად Addas ეწოდა, როგორც მისი მფლობელის ინიციალების გაერთიანება.
რამდენიმე თვის შემდეგ, ადდასს, ადიდასად გადაკეთდა, რადგანაც ადოლფს მისი მეგობრები ხშირად ადის ეძახდნენ.
სამი დახრილი ხაზი, რომელც კომპანიის ლოგოს სიმბოლოა, 1950 წელს ფინური კომპანიის, კარჰუ სპორტის მიერ იქნა შექმნილი.
ამ ლოგოთი, მათ ადიდასის პოპულარობას გაუსვეს ხაზი სამ სხვადასხვა კონტინენტზე.
3. პუმა
ადოლფ დესლერის, ძმამ რუდოლფ დესლერმა, შემდგომში ახალი ბრენდი - რუდა შექმნა (ასე ეწოდებოდა მას თავდაპირველად)
ამ ლოგოშიც, რაღათქმაუნდა მფლობელის ინიციალები იყო შესული, თუმცა მისი დიზაინი ძალზედ განსხვავდებოდა იმ დიზაინისგან
რომლითაც დღეს ჩვენ პუმას ვიცნობთ, როგორც ამბობენ ის რუდოლფმა თავად შექმნა. მხოლოდ 1960 წელს ფირმის რებრენდინგი მოხდა
და ახალი ლოგო ჩამოყალიბდა.
4. Hello Kitty
ჰელოუ ქითი 1974 წელს შეიქმნა შინტარო ცუჯის მიერ, ხოლო 1976 წელს კი კატის ლოგო მათ მთავარ
სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველად მათ ორი სახელი ჰქონდათ მოფიქრებული: Hello Kitty და Hello White, თუმცა პირველი
მეტად გაყიდვადი ჩანდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment